მწვრთნელები
ფეხბურთის განვითარებასთან ერთად მასში მწვრთნელების როლი განუზომლად გაიზარდა. ბოლო წლებში გამართულ დიდ ტურნირებს, რომ გადავხედოთ მარტივად დავინახავთ, რომ წარმატებას აღწევს ის გუნდი, რომელსაც გამართული სისტემა აქვს და მწვრთნელი მართავს.
შესაბამისად იმისთვის, რომ ჩვენს მიერ გაცემული დაპირება რეალობად იქცეს და 2026 წლისთვის ქართულმა ფეხბურთმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწიოს რაც შეიძლება მეტი ლიცენზირებული და განათლებული მწვრთნელი გვჭირდება. მწვრთნელობა საკმაოდ ფართო მცნებაა, გუნდის სამწვრთნელი შტაბი შედგება მთავარი მწვრთნელისგან, ასისტენტისგან, ანალიტიკოსისგან და ფიზ. მომზადების მწვრთნელისგან.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თითოეულ მათგანს მიღწეულ წარმატებაში თანაბარი წვლილი შეაქვს. შესაბამისად მწვრთნელთა განათლების სფეროში ზემო აღნიშნულ თემებს თანაბარი ყურადღება ეთმობა. მომავლის 11-ის მთავარი მამოძრავებელი ძალა საქმეში თერთმეტივე გუნდელის თანაბარი ჩართულობაა. ანალგიური პრინციპი ვრცელდება აღნიშნულ საკითზე, ჩვენს განხორციელებულ პროექტებთან ერთად თავის წილი პასუხისმგებლობა მწვრთნელებმა და მწვრთნელობის მსურველებმაც უნდა იგრძნონ და ფეხბურთის განვითარებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
-ლევან კობიაშვილი