მასობრივი ფეხბურთი
მასობრივი ფეხბურთი – საფეხბურთო პირამიდის ჯანსაღ საძირკველს წარმოადგენს – ამ საფეხურის გარეშე, მასში ხალხის ჩართულობის გარეშე, ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია.
რაც უფრო მეტი ადამიანი ითამაშებს ფეხბურთს, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შექმნის, განახლებისა და შენახვისთვის. შესაბამისად გაჩნდება მეტი საბავშვო გუნდის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ნიჭერი ბავშვები არ დარჩნენ ფეხბურთის მიღმა.
ასევე საგულისხმოა ისიც, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გამოცდის საკუთარ თავზე 11v11 ფეხბურთის სპეციფიკას და მის სირთულეებს, მით უფრო მალე და ჯანსაღად განვითარდება ფეხბურთის პროფესიული მხარე, რაც საბოლოოდ სანაკრებო ფეხბურთის განვითარებამდე მიგვიყვანს.
-ლევან კობიაშვილი