ეროვნული ლიგა

გამართული შიდა ჩემპიონატი, ქვეყნის ფეხბურთის სახეს გვაჩვენებს და მისი სპორტული იდენტობის განმსაზღვრელია. ძლიერი და მოწესრიგებული კლუბების გარეშე, პროფესიული ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია.

ასაკობრივი გუნდებიდან, ახალგაზრდა მოთამაშეებმა რეალიზება მაღალი კონკურენციის მქონე გარემოში, სამართლიანი და ჯანსაღი ჩემპიონატის პირობებში უნდა მოახდინონ, სადაც განვითარდებიან და დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს სწორად გადადგამენ.

ყველა კლუბმა, ყველა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და თითოეული მათგანისგან ველით მზაობას, რომ ეროვნული ლიგა იქნება ძლიერი მოთამაშე !

 

-ლევან კობიაშვილი