ბავშვთა ფეხბურთი

პროფესიული ფეხბურთის განვითარება რომ ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ჩვენი საზოგადოებისათვის ერთერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად სწორედ ბავშვთა ფეხბურთი რჩება, რომელზეც განსაკუთრებით ღელავენ. იმისათვის, რომ მოხდეს მომავალი თაობების სწორი განვითარება და მათი ტალანტისა და ნიჭის არდაკარგვა, ყველაზე მოშორებულ სოფელშიც კი რომ ვიპოვოთ ნიჭიერი ბავშვი, ამისკენაა მოწოდებული ჩვენი სტრატეგია, რომელიც ბავშვთა ფეხბურთს ერთერთ საყრდენ მოთამაშედ განიხილავს. ჩვენის მხრივ ვიწყებთ სკოლების კატეგორიზაციას, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის შესამჩნევ ძვრას მოგვცემს.

ეს თემა ერთერთი ყველაზე კომპლექსური და საყურადღებოა და ასეთივე მიდგომა სჭირდება, იქნება ეს ახალგაზრდული ტურნირების, რეგიონთა თასის, აკადემიების, სკოლების კატეგორიზაციის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვით, თუ შესაძლებლობების არეალის გაზრდით, რომელსაც მასშტაბური განვითარების პროგრამა გულისხმობს.

 

-ლევან კობიაშვილი