(032) 2 423024
რატომ უნდა შევიძინო ზეთი თქვენს კომპანიაში?

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის გერმანულ ზეთს, ადგილზე მიტანით და შეცვლით. ყოველ შეცვლაზე თქვენ ზოგავთ თქვენი დროის 1.5 საათს რომელიც გეხარჯებათ მაღაზიაში/ავტოსერვისებში მისვლაში. ჯობია რომ ეს დრო გაატაროთ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად.

რომელ ავტომობილებს შეესაბამება ზეთი ARAL-ი?

ARAL-ი აწარმოებს 15-ი სახეობის ზეთს, რომელიც შეესაბამება ნებისმერი ავტომობილის მწარმოებლის, ნებისმიერი ტიპის ძრავას, არა აქვს მნიშვნელობა ბენზინის ძრავია თუ დიზელის ძრავი. დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე (032) 2 42 30 24 და ჩვენი სპეციალისტები შეგირჩევენ იმ სახეობის ზეთს რომელიც შეესაბამება თქვენი ავტომობილის ძრავას.

მინდა თვითონ შევცვალო ზეთი ავტომობილში. არის შესაძლებელი მხოლოდ ზეთის შეკვეთა?

თქვენ ძალიან ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე და სწორ არჩევანს აკეთებთ, რომ უკვეთავთ ARAL-ის ზეთს. გააფორმეთ შეკვეთა ჩვენს ცხელ ხაზზე (032) 2 42 30 24 და თქვენთვის სასურველ დროს ჩვენი კურიერი მოგაწვდით შეკვეთილ ზეთს. ანგარიშსწორება კურიერთან მოხდება მხოლოდ ნაღდი ფულით. პლასტიკური ბარათით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი.

მოყვება თუ არა ზეთის ფილტრი კომპლექტში?

ჩვენი კურიერი შეკვეთილ ზეთთან ერთად საჩუქრად გადმოგცემთ ზეთის ფილტრს.

შეკვეთის გაფორმებიდან რა პერიოდში იქნება შესაძლებელი ზეთის შეცვლა?

შეკვეთის დროს ჩვენი კონსულტანტი შეგითანხმებთ თქვენთვის სასურველ დროს და თარიღს.
უმრავლეს შემთხვევაში ზეთის შეცვლა შესაძლებელია იმავე ან მომდევნო დღეს.

კიდევ გაქვთ კითხვები?

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (032) 2 42 30 24. ჩვენი ოპერატორები გიპასუხებენ თქვენთვის სასურველ კითხვებზე.